30 მაისის სხდომის შედეგი

30 მაისი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017053013290296911.JPG

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 80 შუამდგომლობა სემეკის 30 მაისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის არსებული ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

მომხარებლელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 63 474.26 ლარის ოდენობით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ენერგოომბუდსმენი აქტიურად მუშაობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით