კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

10 ივლისი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015071316573244219.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 10 ივლისს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს მე-13 სხდომა დაესწრო.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ქ-ნი თეა წულუკიანი ხელმღვანელობდა.
საბჭოს წევრებმა 2015-2016 წწ. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2015 წლის პირველი ექვსი თვის შესრულების პროგრესის შესახებ ანგარიში და მონიტორინგის ჩარჩოს შედეგები მოისმინეს.
ანტიკორუფციული საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 2015 წლის 4 თებერვლიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია.