შეხვედრა სოფელ კრწანისისა და მთისძირის მოსახლეობისთან
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ კრწანისისა და მთისძირის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე აღნიშულ სოფლებში იმყოფებოდა.
სოფელ მთისძირში მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც ისინი მოითხოვენ დაჩქარდეს აბონირებისა და მრიცხველის დამონტაჟების პროცესები.
სოფელ კრწანისში კი მოქალაქეების მოთხოვნა შეეხებოდა ბუნებრივი გაზის ქსელზე მომხმარებლების მიერთებას (გაზიფიცირებას).
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი მიიღებს საჭირო ზომებს აღნიშული საკითხების მოსაგვარებლად და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები.