5 მაისის სხდომის შედეგი

5 მაისი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017050518401898925.JPG

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 78 შუამდგომლობა სემეკის 5 მაისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და სს ,,თელასის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლდ დარიცხული თანხის ჩამოწერას ეხებოდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 80 595,97 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან მომხამრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი აქტიურად მუშაობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით.