4 მაისის სხდომის შედეგი
4 მაისი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი 27 შუამდგომლობა სემეკის 4 მაისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხთა უმეტესობა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ და ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
ასევე განიხილებოდა სადავო საკითხი შპს„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ, რმელიც ეხებოდა უსაფუძვლდ დარიცხული თანხის ჩამოწერას.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 21 014,81 ლარი ოდენობით.