შეხვედრები აჭარის რეგიონში
27 აპრილი, 2017
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი და აჭარის მხარეში მისი უფროსი თანაშემწე ბექა სიორდია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგეობებში შემავალი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ენერგოომბუდსმენმა ადგილობრივი თვითმართევლობის წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში გააცნო და კიდევ ერთხელ განუმარტა საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებები.
სალომე ვარდიაშვილმა და ბექა სიორდიამ მოისმინეს ძირითადი პრობლემები, რომელიც შეეხება ელ.ენერგიის ძაბვის ცვალებადობას, ბუნებრივი გაზის მიწოდების ხარისხსა და კომპანიების მომსახურბის პირობებს.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის პრიორიტეტია მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან ასეთი ადგილებიდან მომართვიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
ენერგოომბუდსმენმა მუნიცილაპიტეტის ტერიოტორიულ წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობასა და მომართვიანობისკენ მოუწოდა.