ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა

24 აპრილი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017042416563176626.JPG

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 24 აპრილს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა საბჭოს წინაშე მოხსენება გააკეთა ომბუდსმენის აპარატის 2015-2016 წლების ძირითად შესრულებულ ვალდებულებებზე და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმებზე.
შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 2015 წლის 4 თებერვლიდან აღნიშნული საბჭოს წევრია.