20 მარტის სხდომის შედეგი

20 მარტი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/201703201502483973.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 78 შუამდგომლობა სემეკის 20 მარტის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა.


განხილული საკითხები სს ,,თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ვარკეთილაირის“ მიმართ უსაფუძვლო და ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერასა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას ეხებოდა. 


ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 61 883,54 ლარი ოდენობით.