შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და მისი თანაშემწეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა ყაზბეგის თემისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, რომლებიც თითოეული სოფლის მოსახლეობას მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ენერგოკომპანიებთან მიმართებაში უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
უკანასკნელ პერიოდში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა მაღალი მომართვიანობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ამ რეგიონში არსებული პრობლემებით. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მოისმინა აღნიშული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ვიზიტები მაღალმთიან რეგიონებში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სისტემურად იქნება შესწავლილი იქ არსებული ვითარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებში.