15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

15 მარტი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017031516042938729.JPG

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები „ბუკიას ბაღში“ იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ იქ შეკრებილ საზოგადოებას. დამცველის თანამშრომლები მომხმარებლების პრობლემებით დაინტერესდნენ. აქტიურად დაისვა შეკითხვები ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით. ენერგოომბუდსმენის თანამშრომლებმა სამართლებრივი განმარტებები მისცეს მომხმარებლებს და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მათ უფლებებთან დაკავშირებით, კომპანიის ქმედებების გასაჩივრების პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ენერგოომბუდსმენმა მოქალაქეებს მომართვიანობისკენ მოუწოდა, ვინაიდან მომხმარებლების აქტიურობა არის უფლებების დაცვის პრევენცია და საფუძველი.