მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული იწყება

12 მარტი, 2017
http://pdci.ge/res/images/images/2017030619102791091.png

ენერგოომბუდსმენის აპარატი 13 მარტს ტრადიციულად, მომხმარებელთა უფლებების კვირეულს იწყებს, რაც 15 მარტს უკავშირდება. 
15 მარტს ამერიკასა და ევროპაში ოფიციალურად აღნიშნავენ, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სწორედ ამ დღეს დაადგინა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც მომხმარებელთა მთელი რიგი უფლებები არის გაწერილი. 
კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, როგორც დედაქალაქის, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით. 
ენერგოომბუდსმენი შეხვდება სტუდენტებს. ზუსტად 15 მარტს ჩატარდება აქცია და საზოგადოებრივი დამცველის თანამშრომლები შეიკრიბებიან ერთ-ერთ ხალმრავალ ადგილას, გაესაუბრებიან მოქალქეებს, მოისმენენ პრობლემებს, ადგილზე გაუწევენ კონსულტაციებს. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტის აღნიშვნას ენერგოომბუდსმენის ინიციატივით უკვე მესამე წელია შეუერთდა საქართველო.