რეკომენდაცია სს''საქორგგაზს''
მიმდინარე წლის განმავლობაში ქ.რუსთავში დაფიქსირდა საგანგაშო სტატისტიკა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა. აღნიშნული ფაქტების გამო, ენერგოომბუდსმენის აპატარი რეკომენდაციით მიმართავს სს ,,საქორგგაზს“-ს (გაზის გამანაწილებელი კომპანია რუსთავში) რომ გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი და აგრეთვე წარმოადგინოს ტექნიკური შემოწმების შედეგები, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩაატარა შემთხვევის ადგილებში. საზოგადოებრივი დამცველი თხოვნით მიმართავს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, რომ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ დაამონტაჟონ და თვითნებურად არ შეცვალონ ბუნებრივი გაზის დანადგარები, ვინაიდან, ეს არის განსაკუთრებით საშიში ნივთიერება და ყოველი დეტალის სწორად გათვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს, ხშირად შეამოწმონ შიდა ქსელი და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ მომსახურე კომპანიას.