29 დეკემბრის სხდომის შედეგი

30 დეკემბერი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016123014134416864.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისმიერ წარდგენილი 52  შუამდგომლობა სემეკის 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა. განხილული საკითხები სს ,,თელასის“,  შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „ბათუმის წყლის“მიმართ უსაფუძვლო და ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა. ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 53005,95ლარი ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 908 შუამდგომლობა სემეკმა მოქალაქეთა სასარგებლოდ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილმა თანხამ 2 585 557,65 ლარი შეადგინა.