2016 წლის შეჯამება
2016 წლის შეჯამება
მომართვიანობა
ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით ის დაახლოებით 6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი, ერთის მხრივ, მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს.
2016წელს დარეგისტრირდა - 4680 განცხადება
კონსულტაციებისთვის მოგვმართა - 9108 მოქალაქემ
ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში მოგვმართა - 1965 მოქალაქემ
განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა კომპანიების მიხედვით
• სს „თელასი“ - 1171
• სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 286
• სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ - 442
• შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 173
• შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 97
• სს ,,საქორორგგაზი“ – 13
შპს ,,ვისოლ-გაზი“ - 6
• შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 1216
• შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 60
• შპს „მცხეთის წყალი“ – 310
• შპს „რუსთავის წყალი“ – 896
შპს ,,ბათუმის წყალი“ - 10
სექტორის მიხედვით
წყალმომარაგება-2492
ელექტროენერგეტიკა - 1899
ბუნებრივი გაზი - 289
ელექტროენერგეტიკის სექტორში გადაუჭრელ პრობლემა რჩება მოძველებული ქსელები, არასტაბილური ძაბვა, მომსხურების ხშირი შეწყვეტა რეგიონებში. აგრეთვე, კვლავაც აქტუალურია სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე. ამ პრობლემამ თავი იჩინა ჯერ კიდევ 2014 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სერიოზული წინსვლა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდ ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან.
წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს მომხმარებელთა საჩივრების მიხედვით.ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში ძირითად პრობლემად რჩებაგასულ წლებში დაგროვილი დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით მასობრივად დაფიქსირდა, შპს ,,რუსთავის წყლის“ მისამართით. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე შპს ,,მცხეთის წყლისა“ მიმართ ამ მხრივ შედეგი ძალიან დიდი მომხმარებელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით მრავალი საჩივარი დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით.
ბუნებებრივი გაზის სექტორში ძირითადი დავისსაგანი იყო ახალი მომხმარებლის დროული მიერთება ბუნებრივი გაზის ქსელზე და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები.
რეკომენდაციებიდაგადაწყვეტილებები
2016 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4004 რეკომენდაცია, ხოლო სემეკს მივმართეთ 854 შუამდგომლობით.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2016 წლის განმავლობში 1 391 622ლარი შეადგინა.
ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზეჩამოწერილმა თანხამ 2 412 898ლარი.
2016 წლის ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მომხმარებელთასასარგებლოდჩამოწერილი თანხის ჯამი 3 804 526 ლარია.
მომავალი წლიდან ენერგოომბუდსმენი განახლებული გეგმით შეუდგება სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების და მიზნების განხორციელებას და მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.