შეხვდერა საგარეჯოში

14 დეკემბერი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016121415001896533.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, თანაშემწეები ილია ასანაშვილი და სოფიო აივაზაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საგარეჯოს გამგებელს, გამგებლის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. 
ენერგოომბუდსმენმა შეხვედრაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები და მომხმარებელთა უფლებები განუმარტა, საუბარი ასევე შეეხო მიღწეულ შედეგებსაც. შეხვედრის ძირითად საკითხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებში გომბორში, უჯარმასა და კოჭბაანში მოსახლეობისთვის „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის განხილვა წარმოადგენდა. ასევე, განიხილეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ენერგოსექტორში არსებულო პრობლემები. 
საზოგადოებრივი დამცველი და მუნიცპალიტეტის გამგებელი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სალომე ვარდიაშვილმა სოფლის წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობის ინფორმირებისა და ომბუდსმენის აპარატში მომართვიანობასაკენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეჯოს მუმიციპალიტეტის შენობაში გაიკრა