ენერგოომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ენერგოომბუდსმენის აპარატმა დამოუკიდებლად დაიწყო საკითხის შესწავლა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წყალმომარაგების სექტორში მოქმედი რომელიმე ლიზენტიანტი კომპანიის მიერ არასათანადო მომსახურების ან ბრალეული ქმედების ფაქტი, საზოგადოებრივი დამცველი მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას კონკრეტული კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.