9 დეკემბრის სხდომის შედეგი

9 დეკემბერი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016120915182093634.JPG

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი 61შუამდგომლობა სემეკის 9 დეკემბრის  საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხთა უმეტესი ნაწილი სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორს არსებული ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერასა და ტარიფის კორექტირებას ეხებოდა. დავები ასევე განიხილებოდა  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ აბონენტებისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის,მრიცხველის ღირებულების გაუქმებისა და გაზიფიცირების საფასურის განახევრების შესახებ.

ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე ჩამოეწერილმა თანხამ ჯამში87 031,42  ლარიშეადგინა.