27 ოქტომბრის სხდომის შედეგი

27 ოქტომბერი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016102715354073370.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენი 16 შუამდგომლობა სემეკის 27 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები სს“თელასის“ მიერ უსაფუძვლო დარიცხვასა და ტარიფის კორექტირებას ეხებოდა.
ასევე განიხილებოდა საკითხები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ აბონენტებისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, მრიცხველის ღირებულების გაუქმებისა და გაზიფიცირების საფასურის განახევრების შესახებ.

ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობით აბონენტებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჯამში 5 328,38 ლარი ჩამოწერათ.