⚡ ენერგოომბუდსმენის ჩართულობით მოქალაქის ობიექტი ელექტროენერგიის ქსელზე მიერთდა
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომართა მოქალაქე ზ.ბ (გორის მუნიციპალიტეტი) ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
მოქალაქის განმარტებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართა აბონენტად რეგისტრაციისა და ელ.მომარაგების აღდგენის თხოვნით, თუმცა კომპანიამ უარი განუცხადა, რადგან ობიექტის აბონენტის ნომერი წლების წინ გაუქმებული იყო და აღნიშნულ მისამართზე ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხნის (10 წლის) განმავლობაში არ ხორციელდებოდა.
მომხდარის შესწავლის შემდეგ, ენერგოომბუდსმენის სამსახურმა მიმართა კომპანიას და მიაწოდა შესაბამისი რეკომენდაცია საკითხის გადაჭრის მიზნით. შედეგად, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განახორციელა ყველა საჭირო სამუშაო, მოაწყო ახალი აღრიცხვის კვანძი და 2025 წლის 18 აგვისტოს ობიექტი მიერთდა გამანაწილებელ ქსელზე.
ენერგოომბუდსმენის სამსახური განაგრძობს მოქალაქეთა განცხადებების დროულად განხილვას და მათი ინტერესების დაცვას ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში.


