ენერგოომბუდსმენის ჩართულობით წყალმომარაგების გაუმჯობესება ტ. ტაბიძის ქუჩაზე

15 ოქტომბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025051511113259967.jpg

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) ჩართულობითა და გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე,  ქ. თბილისში, ტ. ტაბიძის I შესახვევში, N24-ში, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის განახლება.

მოქალაქე გ.ჩ.  განმარტებით, ქსელის ხშირი დაზიანებები იწვევდა ავარიულ სიტუაციებს და ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად რჩებოდა სასმელი წყლის გარეშე. აღნიშნული პრობლემის თაობაზე მოქალაქემ არაერთხელ მიმართა მომსახურე კომპანიას, თუმცა საკითხი საბოლოოდ გადაწყდა ენერგოომბუდსმენის წერილის საფუძველზე.

შედეგად, კომპანიამ განახორციელა ტექნიკური სამუშაოები და სრულად შეცვალა D=50 მმ-იანი წყალსადენი ქსელი 48 გრძივ მეტრზე.

ამ ეტაპზე წყალმომარაგება ხორციელდება ნორმალურ რეჟიმში.

ენერგოომბუდსმენის სამსახური კვლავაც აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კომპანიებთან, რათა მომხმარებელთა უფლებები დაცული იყოს და მსგავსი შემთხვევები დროულად აღმოიფხვრას.