ენერგოომბუდსმენის სამსახურის რეკომენდაციით სამედიცინო დაწესებულებას დეპოზიტი გაუუქმდა

2 სექტემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025051511113259967.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დეპოზიტის გაუქმების თხოვნით,  თბილისში მდებარე ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ  მომართა.

ენერგოომბუდსმენის ჩართულობისა და რეკომენდაციის საფუძველზე,  შპს „თელმოკომ“ გადაწყვეტილება მიიღო და სამედიცინო დაწესებულებას გაუუქმა 32,898.04 ლარის ოდენობის დეპოზიტი.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, რადგან მის ფინანსურ სტაბილურობასა და პაციენტებისთვის მომსახურების უწყვეტობას უწყობს ხელს.

ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს მომხმარებლებს, საეჭვო დარიცხვების, მომსახურების შეფერხებების ან სხვა ტიპის დარღვევების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ომბუდსმენის ოფისს შესაბამისი სამართლებრივი დახმარების