რეკომენდაციით ჩამოწერილი თანხა

14 ივლისი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025051511113259967.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის  ჩართულობით, მოქალაქე ვ.გ-სა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული სადავო საკითხი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. ენერგოომბუდსმენის დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე კომპანიამ ვ.გ-ს 2500 ლარის ოდენობის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა სრულად ჩამოწერა.

ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს მომხმარებლებს, საეჭვო დარიცხვების, მომსახურების შეფერხებების ან სხვა ტიპის დარღვევების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ომბუდსმენის ოფისს შესაბამისი სამართლებრივი დახმარების მისაღებად.