სარეაბილიტაციო სამუშაოები
13 ივნისი, 2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტში გამართულ გასვლით შეხვედრაზე მიიღო ინფორმაცია, სოფელ გრემში, სკოლის ეზოში არსებული მოუწესრიგებელი და ადამიანის სიცოცხლესთვის საშიში სატრანსფორმატორო პუნქტის თაობაზე.
ენერგოომბუდსმენის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე კომპანიამ მოახდინა სატრანსფორმატორო პუნქტის გარემონტება და შემოღობვა.
ასევე, სატრანსფორმატორო პუნქტში მოეწყო ახალი საკომუტაციო მოწყობილებები (6/10 კვ და 0.4 კვ უჯრედები), ელექტროგადამცემი ხაზი ჩანაცვლდა საჰაერო კაბელით და დამატებით მოწესრიგდა 0.4 კვ ქსელი.