Energy Community

ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე. ორგანიზაცია დაარსდა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში ათენში, საბერძნეთში. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2006 წლის ივლისში. ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და კონტრაქტის 8 ხელმომწერი მხარე სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო განთავსებულია ვენაში, ავსტრიაში. კომისია სისტემატურად მონაწილეობს ენერგეტიკული თანამეგობრობის მიერ ორგანიზაბული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.

www.energy-community.org